We will make your dreams come true

კომპანია ”ორიგამი” დაარსდა 2012 წლის 28 თებერვალს და ამ მცირე ხნის მანძილზე შესძლო არა ერთი მსხვილი კომპანიისა და დამკვეთის  მოზიდვა. კომპანიაში დასაქმებულნი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, ისეთი მომსახურების გასაწევად, როგორიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები და უახლესი ტექნიკური უზრუნველყოფა, დიზაინი და ივენთ მენეჯმენტი, საშუამავლო მომსახურეობა ….

ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია და თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, კლიენტების ამოცანებისა და პრობლემების ყოველმხრივი ანალიზი და ფასების მოქნილი პოლიტიკა ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობის განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ კლიენტებთან გრძელვადიანი და პერსპექტიული ურთიერთობები და მუშაობა წარვმართოთ ისე, რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურების მაღალი ხარისხისა და საიმედოობის დასტურია …

ჩვენ არ გთავაზობთ ტიპიურ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს და თქვენი ბიზნესის თავისებურებებს.

ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგია კლიენტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, საუკეთესო ფასები, მაღალი პროფესიონალიზმი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვაა.